რატომ ანაგვიანებენ ადამიანები?

ადამიანებს დანაგვიანება სიზარმაცისა და დაუდევრობის გამო დროთა განმავლობაში ჩვევად ექცათ. ისინი მიეჩვივნენ, ნებისმიერ ადგილზე დაუფიქრებლად დაყარონ ნარჩენი. უამრავი ადამიანი ვერ იაზრებს, ან არასწორად აფასებს საკუთარი ქმედებით გარემოს დაბინძურების უარყოფით შედეგებს და მიაჩნიათ, რომ მათი ქცევა, როგორც ცალკეული პირების ქცევა, გავლენას არ ახდენს საერთო სურათზე, მათ მიერ ქუჩაში ნაგვის დაყრა საერთო მდგომარეობას უარესობისკენ ვერ შეცვლის. ხშირად ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებს შესაფუთი მასალით, სიგარეტის ნამწვით ან სხვა ნარჩენით ანაგვიანებენ. ასეთი ადამიანების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მათ მიერ დაყრილი ნარჩენი სხვამ უნდა აკრიფოს, ამიტომაც დაბინძურების მთელი ტვირთი, როგორც წესი, სახელმწიფოსა და გადასახადების გადამხდელებს აწვებათ. ამდენად, საზოგადოებრივ ადგილებზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ნაკლებობა ან სრული არქონა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემააწყარო იხილეთ აქ



Comments

Popular posts from this blog

მთავარი გვერდი