დანაგვიანების შედეგები


დანაგვიანება უარყოფითად მოქმედებს გარემოზეიქნება ეს დანაგვიანება გზებზე, ქუჩებში თუ ნაგვის კონტეინერების მიმდებარედ. წყლის მეშვეობით მომწამვლელი ნაწილაკები ნარჩენებიდან ადვილად გადადის მდინარეებში, ტყის ტერიტორიებზე, ტბებსა თუ ოკეანეებში, რაც საბოლოოდ ნიადაგისა და წყლის გარემოს დაბინძურებას იწვევს. ბოლო მონაცემებით, მსოფლიო ოკეანეებში ყოველწლიურად 7 მილიარდი ტონა ნარჩენი ჩაედინება და მის უმეტეს ნაწილს პლასტმასა შეადგენს, რომლის დაშლას ასეულობით წელი სჭირდება. დანაგვიანება ასევე აბინძურებს ჰაერს, ნარჩენებიდან სუნისა და მავნე ნივთიერებების გამოყოფის შედეგად. დაბინძურებულმა გარემომ კი შესაძლოა, ხელი შეუწყოს დაავადებების გავრცელებას. ნარჩენებში არსებულმა მომწამვლელმა ქიმიკატებმა და დაავადების გამომწვევმა მიკროორგანიზმებმა შეიძლება გამოიწვიონ წყლის სისტემის დაბინძურება და საფრთხე შეუქმნან იმ ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობას, რომლებიც მოიხმარენ დაბინძურებულ წყალსწყარო იხილეთ აქ





Comments

Popular posts from this blog

მთავარი გვერდი