დედამიწაზე ბავშვების 93% ისეთ ადგილზე ცხოვრობს, სადაც ჰაერის დაბინძურება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს აღემატება. 2016 წელს 15 წლამდე ასაკის 600 000 ბავშვი დაიღუპა რესპირატორული ინფექციებით.
ჰაერის დაბინძურებას მიეწერება სიკვდილიანობის 26% გულის დაავადებების მქონე პაციენტებში; ინსულტების 24%; 43% - ფილტვების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში და 29% - ფილტვის კიბოს მქონეთა შორის. ბავშვებში ჰაერის დაბინძურება ასოცირდება ახალშობილთა მცირე წონასთან, ასთმასთან, კიბოებთან, აუტიზმთან, განუვითარებელ ფილტვებთან და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან. წყარო იხილეთ აქ
ოქტომბრის ბოლოს, სამეცნიერო ჟურნალ “ლანცეტში” გამოქვეყნებული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დედამიწაზე სიცოცხლის მთავარი საფრთხე გარემოს დაბინძურებაა. ის ყოველწლიურად 9 მილიონამდე ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს - სამჯერ მეტს, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი და მალარია ერთად აღებული და 15-ჯერ მეტს, ვიდრე ყველა ომის, თუ ძალადობის ხვა ფორმების ერთობლიობა. ეს მონაცემი დედამიწაზე ადამიანთა ნაადრევი სიკვდილიანობის საშუალოდ 16 პროცენტს შეადგენს. წყაროები იხილეთ აქ
გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებები არაპროპორციულად არის განაწილებული მდიდარ და ღარიბ მოსახლეობაში. დაღუპულთა 92 პროცენტი, ანუ ყოველი ათიდან ცხრა, დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებზე მოდის, სადაც გარემო ხშირად ყველაზე უფროა დაბინძურებული. განსაკუთრებით მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბავშვებში, უმცირესობებში და მარგინალიზებულ ჯგუფებში.
წყაროები იხილეთ აქ
დაბინძურებულია არამარტო ჰაერი, არამედ ქიმიკატებით გაჯერებულია წყალი და ნიადაგი. ეს უკანასკნელი პრობლემა დღითი-დღე, წლიდან წლამდე იზრდება. 1950 წლის შემდეგ დედამიწაზე 140 ათასზე მეტი ახალი, სინთეტური ქიმიკატი და პესტიციდი შეიქმნა. აქედან სულ ცოტა, 5 ათასი გარემოში უკვე ფართოდაა გავრცელებული და შესაბამისად, ადამიანთან მჭიდრო და ხანგრძლივი შეხება აქვს.
დაბინძურების სამ მთავარ წყაროდ მიიჩნევა:· ინდუსტრიული გამონაბოლქვი
· მანქანის გამონაბოლქვი
· ტოქსიკური ნივთიერებები
გარემოს დაბინძურების საშინელი შედეგებიდედამიწაზე ბავშვების 93% ისეთ ადგილზე ცხოვრობს, სადაც ჰაერის დაბინძურება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს აღემატება. 2016 წელს 15 წლამდე ასაკის 600 000 ბავშვი დაიღუპა რესპირატორული ინფექციებით. წყარო იხილეთ აქ
Comments
Post a Comment