ჰაერის დაბინძურება

დღეისათვის ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს, რადგან გარემოში სხვადასხვა დამაბინძურებლის რაოდენობის ზრდა უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ასევე ეკოსიტემებში მიმდინარე ბუნებრივ პროცესებზე.
 
ჰაერის დაბინძურება უმეტესად არასასურველ მავნე სუბსტანციებთანაა დაკავშირებული როგორებიცაა: ქიმიკატები, ჭვარტლი, გამონაბოლქვი და სხვა. ჰაერის დაბინძურების მიზეზები ორ კატეგორიად იყოფა: ბუნებრივ და ანთროპოგენულ ფაქტორებად
 
დაბინძურებული ჰაერი განსაკუთრებით საშიშია ადამიანების (ასევე სხვა ცოცხალი ორგანიზმების) ჯანმრთელობისათვის. მას უკავშირდება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ისეთი სისტემების დაზიანება, როგორებიცაა: რესპირატორული, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მხოლოდ 2014 წელს, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებებით 7 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა    წყარო იხილეთ აქ











Comments

Popular posts from this blog

მთავარი გვერდი